Thumbnail

ნახეთ: The Killers-მა ელენის შოუში კომპოზიცია Caution შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა The Killers ელენის დეჯენერესის შოუში კომპოზიცია Caution შეასრულა. კორონავირუსის პანდემიის გამო მუსიკოსებმა გადაცემაში მონაწილეობა დისტანციურად მიიღეს.

ნახეთ: The Killers-მა ორი კომპოზიცია Blowback და Dying Breed გაავრცელა

ნახეთ: The Killers-მა კომპოზიციაზე Caution კლიპი გადაიღო

Caution კოლექტივის მომავალ ალბომში Imploding the Mirage იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოსვლაც 29 მაისს იგეგმებოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი დროით გადაიდო.

"ქილერსი" ლას ვეგასში 2001 წელს ჩამოყალიბდა. მოღვაწეობის განმავლობაში მუსიკოსებს 28 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული. არაერთი ჰიტის მქონე ჯგუფს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Mr. Brightside, Shot At The Night და Human მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული