Thumbnail

ლიამ გალაჰერი: ერთხელ ნოელის სახლი კინაღამ გადავწვი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ლიამ გალაჰერმა ინგლისელი ფეხბურთელის, პიტერ კრაუჩის სატელევიზიო გადაცემაში Save Our Summer სტუმრობისას 2009 წელს იბიცაზე მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც მან თავისი ძმის, ნოელის სახლში ხანძარი გააჩინა.

ლიამ გალაჰერი: მე და ნოელი უკვე 10 წელია, თვითიზოლაციაში ვართ

"წლების წინ ნოელს იბიცაზე, სანაპიროზე სახლი ჰქონდა და გადავწყვიტე, წავსულიყავი. არაჩვეულებრივ დროს ვატარებდი, ვსვამდი, ვეწეოდი და ლამაზი ხედებით ვტკბებოდი. რაღაც მომენტში ანთებული სიგარეტი მოვისროლე. იქაურობა სწრაფად აალდა. ჯერ ბარგი ამოლაგებულიც არ მქონდა, რომ გაქცევა მომიხდა ქვაბებისა და ტაფების დახმარებით, რადგან ისე ვერ გამოვდიოდი. სულ 10 წუთის მისული ვიყავი", - გაიხსენა ლიამმა.

ლიამსა და ნოელს წლებია, დაძაბული ურთიერთობა აქვთ. პოპულარული ჯგუფი Oasis სწორედ ძმების დაპირისპირების გამო 2009 წელს დაიშალა. მუსიკოსების უთანხმოება დღესაც არ დასრულებულა. ისინი ერთმანეთის მისამართით სოციალურ ქსელებსა თუ ინტერვიუებში შეურაცხმყოფელ და სარკასტულ განცხადებებს არ ერიდებიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული