Thumbnail

ნახეთ: ემინემმა ფავორიტი რეპერები დაასახელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა წარმომადგენელმა, მარშალ მეზერსმა რჩეული კოლეგების ვინაობა გაამხილა. დეტროიტელი ემსის საყვარელ რეპერებს შორის როგორც ჟანრის პიონერები და ძველი სკოლის წარმომადგენლები, აგრეთვე, თანამედროვე შემსრულებლები მოხვდნენ.

ფავორიტი კომპოზიცია, საყვარელი სპორტი - ემინემმა მსმენელების კითხვებს უპასუხა

Charlamagne: გეტყვით, რომელი რეპერები დაამარცხებენ ემინემს ინსტაგრამ ბეთლში

მაიკ ტაისონი: ემინემი ერთადერთი თეთრკანიანია, ვინც იცის, როგორია შავკანიანად ყოფნა

როგორც რეპერმა აღნიშნა, ჩამონათვალში მიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს. ემინემის რჩეული კოლეგების სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:

Tupac
Jay-Z
Redman
Joyner Lucas
Biggie
KXNG Crooked
Lil Wayne
Royce Da 5’9"
Andre 3000
LL Cool J
Nas
Kendrick Lamar
J. Cole
Rakim
Big Daddy Kane
Treach
Kool G Rap

ეპოქალურმა რეპერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული