Thumbnail

"ჩავფლავდი" - Sia-ს ნიკი მინაჟი და ქარდი ბი ერთმანეთში აერია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილ ავსტრალიელ მუსიკოს Sia-ს ტვიტერზე ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ჰკითხა, აპირებდა თუ არა ცნობილ ჰიპ ჰოპ შემსრულებელ ნიკი მინაჟთან თანამშრომლობას, რის პასუხადაც მან შეცდომით პოპულარული რეპერი, ქარდი ბი მონიშნა და დაწერა:

ნახეთ: Sia კომპოზიციაზე Together გადაღებულ კლიპს ავრცელებს

Sia: შარშან ორი 18 წლის ბიჭი ვიშვილე

მოუსმინეთ: Sia - Saved My Life

"მიყვარს @iamcardib და მასთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი".

შეცდომამ რეპერების მსმენელები გააღიზიანა. ტვიტერის მომხმარებლებმა სიას შეახსენეს, რომ ჰიპ ჰოპ არტისტებს ერთმანეთთან მრავალწლიანი უთანხმოება აქვთ, რის შემდეგაც მომღერალმა აღნიშნა:

"არ მაინტერესებს ასეთი დაპირისპირებები. ჯორჯ ფლოიდი მოკლეს, ბრიონა ტეილორი მოკლეს... მოდით, ყველა გავერთიანდეთ. როგორ გგონიათ, ქარდი ბი და ნიკი მინაჟი ისეთი მეწვრილმანეები არიან, რომ სურთ, მნიშვნელოვანი ამბების ნაცვლად, ასეთ უაზრო კინკლაობებზე გაამახვილოთ ყურადღება?.

სიამ მალევე ტვიტების სერია გამოაქვეყნა:

"ჩავფლავდი".

"ჰეი, ქარდი და ნიკი, ახლა თქვენს უთანხმოებაზე არ ფიქრობთ, ხომ ასეა? ჩვენ ყველანი სისტემური რასიზმის პრობლემაზე ვართ ორიენტირებული".

საბოლოოდ არტისტმა ყველაფერი წაშალა, მათ ნაცვლად კი პოსტი გაავრცელა, რომელშიც რეპერებს მოუბოდიშა.

"წინა პოსტში ყველაფერი ავურიე და ჩემი თავი მასხარად გამოვიყვანე. ბოდიში @NICKIMINAJ და @iamcardib თუ ამ ყველაფერმა თქვენს ყურამდე მოაღწია. არ შეიძლება, ორივე მომწონდეთ?", - განაცხადა მუსიკოსმა, თუმცა, მას ამერიკელი არტისტები არ გამოხმაურებიან.

საჯარო ბოდიშის მიუხედავად, ტვიტერის მომხმარებლებში სიას პოსტები განხილვის საგნად იქცა.

"სიამ თქვა - ნიკი, მიყვარხარ, მაგრამ ქარდის ვუსმენო".

"სინამდვილეში მან თქვა - ქარდი მიყვარხარ, მაგრამ ქარდის ვუსმენო".

ზოგიერთმა სიას მიერ ტვიტერზე გაკეთებულ კომენტარებს მარცხის ამსახველი მიმი მიუძღვნა.

სხვებმა კი არტისტის მხარე დაიჭირეს.

"შენ უბრალოდ გვაჩვენე, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. ყველა უშვებს შეცდომებს. გვიყვარხარ", - წერს მისი ერთ-ერთი ფანი.

სიამ კარიერა ეისიდ ჯაზ ბენდ Crisp-ში მოღვაწეობით დაიწყო. ის ასევე ბრიტანული დუეტის, Zero 7-ის წევრი იყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება 2014 წელს გამოშვებულმა სინგლმა Chandelier მოუტანა, რომლის ვიდეოკლიპმაც იუთუბზე 2.2 მილიარდზე მეტი ნახვა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ამერიკელ პროდიუსერ Diplo-სა და ინგლისელ არტისტ Labrinth-თან ერთად სუპერჯგუფში LSD ერთიანდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული