Thumbnail

ლეგენდარულმა კანადელმა მუსიკოსმა, ნილ იანგმა ახალი კომპოზიცია Vacancy გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Homegrown იქნება წარმოდგენილი, რომელიც 19 ივნისს გამოიცემა. 1974-75 წლებში ჩაწერილი და გამოუქვეყნებელი სტუდიური ნამუშევრის გამოშვებას იანგი აპრილში გეგმავდა, თუმცა, კორონავირუსის გამო თარიღის შეცვლა რამდენჯერმე მოუწია.

ნახეთ: ნილ იანგმა საკუთარ ეზოში კიდევ ერთი მინი კონცერტი გამართა

ნახეთ: ნილ იანგმა საკუთარ ეზოში მინი კონცერტი გამართა

ნილ იანგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1960 წელს დაიწყო. მუსიკოსს კარიერაში სამი გრემი აქვს მიღებული. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Harvest Moon, Old Man და Heart Of Gold მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული