Thumbnail

Tekashi 6ix9ine-მა ტრეკით TROLLZ იუთუბზე თავისივე რეკორდი მოხსნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი
  • ჩასწორება: იუთუბმა 16 ივნისს განაცხადა, რომ ტეკაშის TROLLZ-ით რეკორდი არ მოუხსნია, რადგანაც, ფასიანი რეკლამის საშუალებით დაგროვებული ნახვები, საბოლოო შედეგში არ ითვლება.

პოპულარული რეპერების, ტეკაში სიქსნაინისა და ნიკი მინაჟის კომპოზიციის TROLLZ კლიპმა იუთუბზე რეკორდი დაამყარა. ის პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში 46 მილიონი ნახვა დააგროვა.

ამ შედეგით ტეკაშიმ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. წინა ტრეკის GOOBA ვიდეორგოლმა მას 24 საათში 41 მილიონი ნახვა მოუტანა. მიღწევას ინსტაგრამის გვერდზე ნიკი მინაჟი გამოეხმაურა.

ნახეთ: ტეკაში სიქსნაინმა ემინემის რეკორდი მოხსნა

"ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ კლიპს უყურეთ. TROLLZ-მა რეკორდი დაამყარა და პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც 24 საათში ამდენი ნახვა დააგროვა. 46 მილიონი და ათვლა ჯერ კიდევ გრძელდება", - წერს მინაჟი ინსტაგრამის გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ კლიპებს შორის იუთუბზე ატვირთვიდან 24 საათში დაგროვებული ნახვების რაოდენობით პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ისა და ჰოლზის ერთობლივი ნამუშევარი Boy with Luv ლიდერობს.

გამოქვეყნებიდან 24 საათში ყველაზე მეტჯერ ნანახი ვიდეოების ზოგადი სია კი ასეთია:

კომენტარები

ბოლოს დამატებული