Thumbnail

ჰიპ ჰოპ არტისტი ირაკლი ქოჩიაშვილი, ფსევდონიმით თერიკა, მსმენელს ორთვიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. რეპერმა მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობის კომპოზიცია "რა გინდა რო ქნა" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი თავად ირაკლია. აღსანიშნავია, რომ კლიპის ოპერატორი ქართული ჰიპ ჰოპის ვეტერანი წარმომადგენელი, რამაზ გუნავა, სასცენო სახელით დასავლელი გახლდათ.

ნახეთ: თერიკა - ეს ქალაქი (თბილისო)

ნახეთ: თერიკამ "საგანგებო ჩელენჯი" წამოიწყო და რეპერები გამოიწვია

ნახეთ: თერიკა კორონავირუსს კომპოზიციით "იზოლაცია" ეხმაურება

ტრეკი თერიკას მომავალი ალბომის "ეს არის ქართული" ერთ-ერთი სინგლია.

თერიკამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ პროექტით "ჩემი ქალაქი" გაიცნო. 2015 წელს მუსიკოსმა პირველი ოფიციალური მიქსტეიპი "სოციალური ნაგავი" გაავრცელა. ნამუშევრის მთავარი სინგლი ამავე დასახელების კომპოზიცია გახლავთ. სოლო კარიერის გარდა, ირაკლი ჰიპ ჰოპ გაერთიანების BAZA წევრიც იყო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული