Thumbnail

ნახეთ: G-Eazy კომპოზიციაზე Love Is Gone გადაღებულ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯერალდ ჯილამი, ფსევდონიმით G-Eazy, 2017 წელს გამოცემულ კომპოზიციაზე Love Is Gone გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში არენბი შემსრულებელი Drew Love და რეპერი Jahmed მონაწილეობენ.

მოუსმინეთ: G-Eazy - Stan By Me

მოუსმინეთ: G-Eazy - Don't Think Twice | VCR

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული