Thumbnail

ნახეთ: J Balvin-მა კომპოზიციაზე Azul შექმნილი ანიმაციური კლიპი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კოლუმბიელმა მუსიკოსმა, ჯეი ბალვინმა კომპოზიციაზე Azul შექმნილი ანიმაციური კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის ავტორი ამერიკელი რეჟისორი, კოლინ თილი გახლავთ. ტრეკი ბალვინის ბოლო ალბომში Colores არის წარმოდგენილი, რომელიც მარტში გამოიცა.

მოუსმინეთ: J Balvin ახალ ალბომს Colores ავრცელებს

ხოსე ალვარო ბალვინმა, სასცენო სახელით J Balvin, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სამი ლათინური გრემის მფლობელ შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Mi Gente და Ay Vamos მოუტანა. მას ისეთ ცნობილ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: Cardi B, The Black Eyed Peas, ფარელ უილიამსი და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული