Thumbnail

ნახეთ: BTS ანიმაციურ ვიდეორგოლს We Are Bulletproof: The Eternal ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS თავის ბოლო ალბომში Map Of The Soul: 7 შესულ კომპოზიციაზე We Are Bulletproof: The Eternal შექმნილ ანიმაციურ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპი, რომელიც კოლექტივის 7 წლის იუბილესადმი მიძღვნილი Festa 2020-ის ფარგლებში გავრცელდა, ბიჭების თავგადასავალს დებიუტიდან დღემდე მოგვითხობს.

BTS-ის შუგა კოლექტივის წევრებზე: არემი ჯონგუქს სულ პატარა ბავშვად აღიქვამს

ნახეთ: BTS-მა და Beyoncé-მ აშშ-ში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მიმართეს

ნახეთ: BTS აშშ-ში სკოლის დამთავრების ონლაინ ცერემონიაზე პერფორმანსით წარდგა

ნამუშევარში "ბითიესის" კლიპებიდან მონაკვეთებია გაცოცხლებული, მათ შორის ვიდეორგოლებიდან: No More Dream, N.O, I Need You, Run, Not Today, Blood, Sweat & Tears და Boy With Luv.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული