Thumbnail

ნახეთ: ბობ დილანმა ახალი ალბომის Rough and Rowdy Ways ტრეკლისტი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბობ დილანმა ინსტაგრამის გვერდზე ვიდეოს სახით თავისი მომავალი ალბომის Rough and Rowdy Ways ტრეკლისტი გაავრცელა. ჩანაწერში სულ 10 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ნამუშევარს ცნობილი ლეიბლი Columbia Records 19 ივნისს გამოსცემს.

მოუსმინეთ: ბობ დილანი კომპოზიციას I Contain Multitudes აქვეყნებს

მოუსმინეთ: ბობ დილანმა 8-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი კომპოზიცია გაავრცელა

ფოლკ მუსიკოსმა, ბობ დილანმა კარიერა 1959 წელს დაიწყო. არტისტის პოპულარული სიმღერების დიდი ნაწილი 60-იან წლებშია დაწერილი. დილანს ამ ეპოქის თაობის ხმასაც უწოდებდნენ. მისი კომპოზიციები Blowin' in the Wind და The Times They Are a-Changin ადამიანის უფლებების დაცვისა და ომის საწინააღმდეგო მოძრაობების ჰიმნადაც კი იქცა.

11 გრემის, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელ მუსიკოსს საერთო ჯამში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის ასლი აქვს გაყიდული. ამ შედეგით, ის მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად რჩება. 2016 წელს დილანს მის მიერ დაწერილი სიმღერების ტექსტების გამო, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაც გადასცეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული