Thumbnail

ნახეთ: ჯარვის კოკერმა ახალი კომპოზიცია Save The Whale გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ბრიტპოპ ჯგუფის, Pulp-ის ყოფილმა ფრონტმენმა, ჯარვის კოკერმა, პროექტის Jarv Is... ფარგლებში, ახალი კომპოზიცია Save The Whale და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი ჯგუფის სადებიუტო ალბომში Beyond The Pale შევა, რომელიც 17 ივლისს გამოიცემა. ჩანაწერი 7 სიმღერას გააერთიანებს.

ნახეთ: ჯარვის კოკერმა 5 საყვარელი ფილმი დაასახელა

ნახეთ: ჯარვის კოკერმა კომპოზიცია House Music All Night Long გაავრცელა

ჯარვის კოკერმა შემოქმედებითი კარიერა 1978 წელს ჯგუფ Pulp-თან ერთად დაიწყო. კოლექტივმა არსებობის განმავლობაში 7 ალბომი გამოსცა, მათ შორის უკანასკნელი We Love Life 2001 წელს. ბენდს განსაკუთრებული წარმატება ჰიტებმა Common People და Disco 2000 მოუტანა.

Pulp-ის დაშლის შემდეგ, კოკერმა სოლო კარიერა დაიწყო. 2006 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ჩანაწერი Jarvis გაავრცელა. დღემდე არტისტს სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული