Thumbnail

მიმდინარე წლის თებერვალში მოკლული 20 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის, ბაშარ ჯექსონის, ფსევდონიმით Pop Smoke, წარმომადგენლებმა ნიუ იორკელი რეპერის მომავალი ალბომის პირველი სინგლი Make It Rain გამოაქვეყნეს. ფოფ სმოუქის ჩანაწერში ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ახალი თაობის კიდევ ერთი წარმომადგენელი Rowdy Rebel მონაწილეობს, რომელიც ცნობილი რეპერის, ბობი შმურდას მეგობარია და ახლა მასთან ერთად სასჯელს საპატიმროში იხდის. ტრეკში შესული მისი ვერსიც ციხის ტელეფონის გამოყენებითაა ჩაწერილი.

ნახეთ: გარდაცვლილი ფოფ სმოუქის ახალი კლიპი Shake The Room გავრცელდა

50 Cent: ფოფ სმოუქი ყველასგან განსხვავდებოდა, მე ის ძალიან მიყვარდა

ფოფ სმოუქის სადებიუტო ალბომი 3 ივლისს გამოიცემა. მისი აღმასრულებელი პროდიუსერი ლეგენდარული ნიუ იორკელი რეპერი 50 Cent გახლავთ, რომელიც გარდაცვლილი კოლეგის მენტორი გახლდათ.

ფოფ სმოუქი თებერვალში ჰოლივუდ ჰილზზე, საკუთარ სახლში მოკლეს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

ბრუკლინელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ფოფ სმოუქი მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარშიც JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული