Thumbnail

ნახეთ: 6ix9ine და Nicki Minaj ახალ კლიპს TROLLZ ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

შინაპატიმრობაში მყოფი პოპულარული რეპერი, ტეკაში სიქსნაინი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მეორე ახალ კომპოზიციას TROLLZ და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. არტისტის ჩანაწერში მისი ცნობილი ნიუ იორკელი კოლეგა, ნიკი მინაჟი მონაწილეობს. ეს მუსიკოსების მესამე ერთობლივი ტრეკია. 2018 წელს მათ რვამაგი პლატინის მფლობელ ჩანაწერზე Fefe და სიქსნაინის სადებიუტო ალბომის DUMMY BOY კიდევ ერთ კომპოზიციაზე MAMA ითანამშრომლეს, რომლის შექმნაში საკუთარი წვლილი გავლენიანმა ჩიკაგოელმა, ქანიე ვესთმაც შეიტანა.

ნახეთ: Tekashi 6ix9ine ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ კლიპს ავრცელებს

Tekashi 6ix9ine: ტყუილად გეგონათ, რომ ჩემთან არცერთი რეპერი ითანამშრომლებდა

ტეკაში სიქსნაინმა განმარტა, რატომ ამხილა კრიმინალური დაჯგუფების წევრები

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. 8 მაისს, საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული