Thumbnail

სნუპ დოგმა გაიხსენა, რა უთხრა მას ბიგიმ თუფაქის მკვლელობის შემდეგ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი Snoop Dogg ყოფილი რეპერისა და ახლა უკვე ჟურნალისტის, Fatman Scoop-ის პოდკასტის სტუმარი გახლდათ. ფეთმენთან საუბრისას სნუპმა ეპოქალური კოლეგისა და მეგობრის, 2Pac-ის მკვლელობის შემდეგ, მისი და ჟანრის კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენელის, Notorious B.I.G.-ის შეხვედრა გაიხსენა.

Snoop Dogg: ეს ყველაზე ღირებული რამაა, რაც 2Pac-ისგან ვისწავლე

Lil' Cease: Biggie ფიქრობდა, რომ Jay-Z მასზე უკეთესი იყო

სნუპის თქმით, თუფაქის გარდაცვალებიდან მალევე ერთ-ერთ ღონისძიებაზე ბიაიჯისთან დაახლოებულ ცნობილ რეპერს, Lil' Cease-ს შეხვდა, რომელმაც კალიფორნიელი ნოტორიუსის სანახავად წაიყვანა.

"როდესაც ოთახში შევედი, ბიგი საწოლზე იჯდა და ყავარჯენზე იყო ჩამოყრდნობილი. დავიწყეთ საუბარი. შემდეგ პირდაპირ თვალებში შემომხედა და მითხრა, რომ თუფაქის გარდაცვალების გამო ძალიან წუხდა. მის თვალებში ნამდვილი ტკივილი ამოვიკითხე", - გაიხსენა სნუპმა.

"ის არ ჰგავდა თუფაქის გარდაცვალებით გაბედნიერებულ ადამიანს. ჩემ წინ კაცი იდგა, რომელსაც მეგობარი მოუკლეს. დიახ, მათ შორის გაუგებრობა იყო, თუმცა, ბიგის ემოციები გულწრფელი იყო. ის მიყვებოდა, როგორ უყვარდა თუფაქი", - განაცხადა კალიფორნიელმა.

1996 წლის 7 სექტემბერს თუფაქი ლას ვეგასში, მაიკ ტაისონსა და ბრიუს სელდონს შორის გამართულ ორთაბრძოლას დაესწრო. ღონისძიებაზე მასა და ლეიბლ Death Row Records-ის დამფუძნებელ შუგ ნაითს დაჯგუფება Crips-ის წევრ ორლანდო ანდერსონთან უთანხმოება მოუვიდათ. ინციდენტის შემდეგ თუფაქი და შუგ ნაითი გასართობად ერთ-ერთი ღამის კლუბისკენ BMW-ს მარკის ავტომობილით გაეშურნენ. გზად მათ "კადილაკი" წამოეწიათ, რომლიდანაც ეპოქალურ რეპერს ცეცხლსასროლი იარაღით 4 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. დღეს უკვე ვარაუდობენ, რომ მკვლელობა სწორედ ანდერსონის ჩადენილია. თუმცა, იმ პერიოდისთვის პირველ ეჭვმიტანილად ბიაიჯი ითვლებოდა, რადგანაც ჰიპ ჰოპ არტისტებს ერთმანეთში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.

2Pac-ის სავარაუდო მკვლელის ვინაობა ცნობილია

კარიერის საწყის ეტაპზე თუფაქი და ბიაიჯი მეგობრობდნენ. ეპოქალური რეპერები საზოგადოების წინაშე ერთად ხშირად ჩნდებოდნენ. კოლეგებმა კომპოზიციებზე Runnin' From Tha Police და House Of Pain ითანამშრომლეს. პატივისცემის ნიშნად, ფაქმა ბრუკლინელ კოლეგას საკუთარი "როლექსის" ფირმის ძვირადღირებული საათიც უსახსოვრა. ამ საარქივო ვიდეოში მუსიკოსები ერთ-ერთი შეხვედრისას ფრისტაილს კითხულობენ:

შეიძლება ითქვას, რომ მათი ურთიერთობის გაფუჭება ნოტორიუსის 1994 წლის კომპოზიციას Who Shot Ya? უკავშირდება. ბრაზი და მუქარა, რომელიც ნამუშევარში იყო გადმოცემული, თუფაქმა საკუთარ თავზე მიიღო. თუმცა, ბიგი ამტკიცებდა, რომ ტრეკი შაკურის დისი არ ყოფილა. ჩანაწერის გავრცელებიდან სამ თვეში თუფაქი ნიუ იორკში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ეჭვები კიდევ უფრო გამძაფრდა. კოლეგებს შორის დაპირისპირების კატალიზატორი ამერიკული მედია გახდა და სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. ჰიპ ჰოპ სამყარო ორ ბანაკად, აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებად გაიყო. 1996 წელს, თუფაქის მკვლელობამდე სამი თვით ადრე, მან ნოტორიუსს ცნობილი დის-ტრეკი Hit 'Em Up მიუძღვნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული