Thumbnail

ჯიმი პეიჯი შიშობდა, რომ "ბითლზის" აღდგენის შემთხვევაში "ლედ ზეპელინს" დაივიწყებდნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

1970 წელს, ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის The Beatles დაშლის შემდეგ, მუსიკალურ ინდუსტრიაში წამყვანი ბენდის სტატუსის მოპოვებაზე დიდი კონკურენცია იყო. The Rolling Stones, The Who და Led Zeppelin დიდი ხანია, უკვე თავად ითვლებიან როკ მუსიკაში გავლენიან ჯგუფებად, თუმცა, იმ პერიოდში "ბითლზის" მსგავსი პოპულარობა არცერთს ენახა.

ნახეთ: Led Zeppelin-ის სატელევიზიო დებიუტის ჩანაწერი

რას ფიქრობდა ჯონ ლენონი Led Zeppelin-ის შესახებ

ჯიმი პეიჯი: ყველა დროის საუკეთესო ჯგუფი Led Zeppelin-ია

იმის მიუხედავად, რომ "ლედ ზეპელინის" მეოთხე ალბომი კომერციულად იმაზე წარმატებული გამოდგა, ვიდრე "ბითლზის" ნებისმიერი სტუდიური ჩანაწერი, ჯგუფის გიტარისტი, ჯიმი პეიჯი მაინც თვლიდა, რომ თუ თამაშში ლივერპულური ოთხეული დაბრუნდებოდა, ლიდერის პოზიციის დაბრუნება არ გაუჭირდებოდა.

"თავს უფლება არ უნდა მივცეთ, პოპულარობამ მოგვაჯადოვოს. მგონია, რომ თუ "ბითლზი" დაბრუნდება, მსმენელები ჩვენ დაგვივიწყებენ. ჯგუფში ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და დიდხანს ვაპირებთ მოღვაწეობას. ჩვენ იმიტომ დავიბადეთ, რომ "ლედ ზეპელინში" ვყოფილიყავით", - ამბობდა პეიჯი 1973 წელს გაზეთ Los Angeles Times-თან ინტერვიუში.

Led Zeppelin ლონდონში 1968 წელს ჩამოყალიბდა. ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გავლენიან როკ ბენდს კარიერის განმავლობაში 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone კოლექტივი 70-იანი წლების ყველაზე დიდ ჯგუფად დაასახელა. 1995 წელს კი არტისტები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული