Thumbnail

Tekashi 6ix9ine: ტყუილად გეგონათ, რომ ჩემთან არცერთი რეპერი ითანამშრომლებდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა რეპერმა, ტეკაში სიქსნაინმა თავის ახალ კომპოზიციაზე Trollz ცნობილ ჰიპ ჰოპ არტისტთან, ნიკი მინაჟთან ერთად იმუშავა. ამის შესახებ ინფორმაცია ტეკაშიმ ინსტაგრამის გვერდზე თავად გაავრცელა. 

Tekashi 6ix9ine: ჩემი ახალი კლიპი ინტერნეტს ააფეთქებს

"მაგასთან არავინ აღარ ითანამშრომლებსო. ახალი კომპოზიცია Trollz. შემოსული თანხა გადაეცემა არასამთავრობო ორგანიზაციას The Bail Project. ის იმ ბრალდებულებს ეხმარება, რომლებსაც გირაოს გადახდის საშუალება არ აქვთ", - წერს ტეკაში ინსტაგრამზე.

სიქსნაინთან თანამშრომლობის გამი მინაჟმა საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა, რის შემდეგაც თაყვანისმცემლებმა მისი დაცვა დაიწყეს.

"თქვენ არ უნდა დამიცვათ. არ მეშინია ინტერნეტ ტროლების, ბლოგერებისა თუ სხვა არტისტების. ამ ცირკში არ მივიღებ მონაწილეობას. ბევრმა ისიც კი არ იცის, თუ რას ნიშნავს, რომ რაღაცაზე საკუთარი აზრი გაგაჩნდეს და სხვებს არ აჰყვე", - წერს მინაჟი.

ტეკაშის და ნიკი მინაჟს აქამდეც უთანამშრომლიათ. მათ 2018 წელს კომერციულად წარმატებული კომპოზიცია FEFE გაავრცელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული