Thumbnail

ამერიკელმა ქანთრი შემსრულებელმა, მარგო პრაისმა ახალი კომპოზიცია Letting Me Down და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ჩანაწერში გრემის მფლობელი მუსიკოსი, სთერჯილ სიმფსონი მონაწილეობს, რომელიც პრაისის მომავალი ალბომის პროდიუსერია. That’s How Rumors Get Started ათ ივლისს გამოიცემა.

ნახეთ: Margo Price - Twinkle Twinkle

მარგო პრაისმა შემოქმედებითი კარიერა როკ ჯგუფში Buffalo Clover დაიწყო. კოლექტივთან ერთად 3 ალბომის გამოცემის შემდეგ, 2016 წელს, არტისტმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Midwest Farmer's Daughter გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული