Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსი, შამირ ბეილი ახალ კომპოზიციას On My Own და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ, რიგით მეშვიდე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც წლის ბოლომდე გამოიცემა.

შამირმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Ratchet გაავრცელა. არტისტს ამ დრომდე სულ 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მისი შემოქმედება ინდი როკსა და ელექტრო პოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული