Thumbnail

მუსიკოსები, რომლებიც სამოსის გამო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ საზოგადოების წინაშე მათი გამოჩენა შეუმჩნეველი არ დარჩება. ამიტომ, როგორც წესი, მუდმივად ცდილობენ, კამერების წინაშე, სცენაზე თუ მის მიღმა, სათანადოდ გამოიყურებოდნენ. იმის მიუხედავად, რომ ვარსკვლავების გარეგნობაზე სტილისტებისა თუ დიზაინერების მთელი გუნდი ზრუნავს, უხერხული სიტუაციებისგან დაზღვეული მაინც არავინაა. ამას ჩვენს ფოტოგალერეაში წარმოდგენილი კადრებიც მოწმობს.

Cardi B

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი 2019 წელს ფესტივალ Bonnaroo-ს სცენაზე ცეკვავდა, რა დროსაც მისი კომბინეზონი უხერხულ ადგილას გაიხა. ამის გამო ქარდის პერფორმანსის გაგრძელება თეთრ ხალათში გამოწყობილს მოუწია.

Miley Cyrus

ამერიკელი პოპვარსკვლავი 2020 წლის დასაწყისში Marc Jacobs-ის ჩვენებაზე გამოვიდა, რომლის დასრულების შემდეგაც, საკუთარი ავტომობილისკენ მიმავალი ფოტოგრაფებმა აღბეჭდეს. მაილიმ სურათი მოგვიანებით აღმოაჩინა, ინსტაგრამზე ატვირთა და აღწერაში დააწერა: "მარჯვნივ გადაფურცლეთ. ოღონდ იჩქარეთ, ინსტაგრამი ამ პოსტს ნამდვილად წაშლის".

Nicki Minaj

პოპულარული ჰიპ ჰოპ შემსრულებელი, ნიკი მინაჟი 2018 წელს, რეპერ ჯეი ზის მიერ დაფუძნებულ ფესტივალზე Made In America გამოსვლისას, რამდენჯერმე აღმოჩნდა უხერხულ სიტუაციაში, რადგანაც კოსტიუმის სათანადოდ მორგება გაუჭირდა. საბოლოოდ მან თაყვანისმცემლებს ხუმრობით მიმართა - "იცით, რა? ყურადღებას ნუღარ მიაქცევთ. ჩემი მკერდი უკვე ყველამ, როგორც მინიმუმ, 50-ჯერ დაინახა".

Rihanna

პოპულარული ბარბადოსელი მომღერალი კი მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმის Ocean’s 8 ლონდონურ პრემიერაზე, წითელ ხალიჩაზე პოზირებდა, როდესაც კაბა იმაზე მეტად ჩამოეწია, ვიდრე ამას მისი დიზაინი ითვალისწინებდა. რირიმ ეს მალევე შეამჩნია და სამოსი ღიმილით შეისწორა.  

Lindsay Lohan

სკანდალებით განთქმული ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ლინდსი ლოჰანი 2008 წელს MTV Movie Awards-ის წითელ ხალიჩაზე იწონებდა თავს, რა დროსაც ქარმა კაბა აუფრიალა. მანამ სამოსის გასწორებაში დაეხმარებოდნენ, კამერებმა მისი გადაღება მოასწრეს და ფოტოებიც მალევე მოედო ინტერნეტს.

Janet Jackson

2004 წელს Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართულ შოუზე ცნობილი ამერიკელი მომღერლების, ჯენეტ ჯექსონისა და ჯასტინ ტიმბერლეიკის გამოსვლის შემდეგ, მედიაში ტერმინი Wardrobe malfunction დამკვიდრდა. სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა ტიმბერლეიკმა, როდესაც ჯენეტის მკერდის მოშიშვლების გამო საჯარო ბოდიშს იხდიდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული