Thumbnail

ირლანდიელი ფოლკ როკ მუსიკოსი, გლენ ჰანსარდი ახალ კომპოზიციას Cold Comfort და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. არტისტმა სინგლი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაწერა და ვიდეორგოლიც საკუთარ სახლში გადაიღო.

გლენ ჰანსარდმა შემოქმედებითი კარიერა 1990 წელს ჯგუფში The Frames დაიწყო. მუსიკოსს კოლექტივთან ერთად სულ 7 ალბომი აქვს გამოცემული. 2012 წელს არტისტმა პირველი სოლო ჩანაწერი Rhythm and Repose გაავრცელა. მას ამ დრომდე 4 სოლო ნამუშევარი აქვს გამოშვებული. ჰანსარდს ყველაზე დიდი წარმატება 2007 წელს მუსიკალურ დრამაში Once შესრულებულმა როლმა და საუნდტრეკებმა მოუტანა. 2008 წელს ამ ფილმისთვის დაწერილმა სიმღერამ Falling Slowly კინოაკადემიის ჯილდოს, ოსკარის მოგებაც მოახერხა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული