Thumbnail

მოუსმინეთ: Ty Segall & Cory Hanson - She's a Beam | Milk Bird Flyer

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსებმა, თაი სეგალმა და კორი ჰენსონმა ორი ახალი კომპოზიცია She's a Beam და Milk Bird Flyer გაავრცელეს. ტრეკების გაყიდვებიდან შესულ თანხას არტისტები რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლ მოძრაობას Black Lives Matter გადასცემენ.

თაი სეგალმა შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. ამავე წელს არტისტმა სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი Ty Segall გაავრცელა. მუსიკოსს ამ დრომდე 12 ალბომი აქვს გამოცემული.

კორი ჰენსონი კი ფსიქოდელიური როკ ჯგუფის Wand ფრონტმენია. მუსიკოსს ბენდთან ერთად სულ 5 ალბომი აქვს გამოცემული. კოლექტივის შექმნამდე არტისტი სასცენო სახელით W.H.I.T.E. მოღვაწეობდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული