Thumbnail

BTS-ის შუგა კოლექტივის წევრებზე: არემი ჯონგუქს სულ პატარა ბავშვად აღიქვამს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის შვიდი წლის იუბილესთან დაკავშირებით მოწყობილი ონლაინ ფესტივალის Festa 2020 ფარგლებში ჯგუფის წევრებს ერთმანეთზე პროფილების მომზადება დაევალათ. შუგას არემი ხვდა წილად და სწორედ მის ნაცვლად უნდა ეპასუხა კითხვებზე, მათ შორის გამოეცნო, თუ რას ფიქრობს ის კოლექტივის თითოეული წევრის შესახებ.

მოუსმინეთ: BTS-ის ჯონგუქი კომპოზიციას Still With You ავრცელებს

ნახეთ: BTS აშშ-ში სკოლის დამთავრების ონლაინ ცერემონიაზე პერფორმანსით წარდგა

ნახეთ: BTS-მა და Beyoncé-მ აშშ-ში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მიმართეს

"მე და არემი "ბითიესის" პირველი წევრები ვიყავით. ჯინი მისთვის უფროსი ძმასავითაა, ჯეი-ჰოუპი მეგობარია, ჯიმინი უმცროსი ძმის მაგივრობას უწევს, რომელიც ბავშვივით საყვარლად იქცევა, ვი აგრეთვე უმცროსი ძმასავითაა, რომლისგანაც მუდმივად მოულოდნელობებს უნდა ელოდო, ჯონგუქი კი სულ არემის პაწაწინა იქნება", - აღნიშნა შუგამ.

როგორც აღმოჩნდა, შუგა კარგად იცნობს არემისა და ჯონგუქის ურთიერთობას. ამ უკანასკნელისთვის არემი "პირველი და უკანასკნელი სანიმუშო ადამიანია", არემი კი მას მართლაც "ყველაზე პატარას" ეძახის და მუდამ ასე იქნება, იმის მიუხედავად, თუ რამდენი წლის იქნება ის.

აღსანიშნავია, რომ ჯონგუქმა 13 წლის ასაკში "ბითიესის" ლეიბლ Big Hit Entertainment-ში გაწევრიანება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ერთ-ერთ ვიდეოში ნახა, თუ როგორ რეპავდა არემი. არტისტს არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ კოლექტივის წევრებს მის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით, რადგანაც უფროსი ძმებივით ზრუნავდნენ მასზე. მხოლოდ არემთან ჯონგუქს რამდენიმე კომპოზიციაზე უთანამშრომლია, მათ შორისაა I Know, რომელიც 2016 წლის Festa-ს ფარგლებში გავრცელდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული