Thumbnail

ამერიკული რეპ როკ ჯგუფი "Fever 333" ახალ კომპოზიციას Supremacy ავრცელებს. სინგლში მუსიკოსებმა ლეგენდარული ბენდის Blondie ჰიტის Rapture სემპლი გამოიყენეს. ჩანაწერი პირველად ანტირასისტული მოძრაობის Black Lives Matter მხარდამჭერი ლაივის ფარგლებში გაჟღერდა.

"Fever 333" კალიფორნიის ქალაქ ინგლვუდში 2017 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Strength in Numb333rs გაავრცელა. კოლექტივის შემოქმედება რეპ როკს, რეპ მეტალსა და ჰარდკორ პანკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული