Thumbnail

რატომ აიძულებდა ფრედი მერკური მეგობრებს პრინსის ვიდეოების ყურებას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული მუსიკოსების, ფრედი მერკურისა და პრინსის თაყვანისმცემლებს დღემდე გული სწყდებათ, რომ შემსრულებლებს მოღვაწეობის განმავლობაში ერთმანეთთან არ უთანამშრომლიათ. ეს კიდევ უფრო დასანანი იმის გამოა, რომ ფრედი ამერიკელი არტისტის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. ინსტაგრამ გვერდმა Freddie Mercury Club ახლახან შემსრულებლის ასისტენტის, პიტერ ფრისტოუნის ინტერვიუს ნაწყვეტი გაავრცელა, რომელშიც ნათლად ჩანს, რამდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა პრინსი "ქუინის" ეპოქალურ სოლისტზე.

ფრედი მერკურის უკანასკნელი თხოვნა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე

ფრედი მერკურის მეგობრები იხსენებენ, თუ როგორი იყო მასთან ურთიერთობა

"ფრედის პრინსის კონცერტების ჩანაწერები ჰქონდა, რომელთა ყურებასაც გარშემომყოფებს აიძულებდა. ერთ ადამიანს რამდენჯერმე ურთავდა ხოლმე ამ კადრებს. ზოგჯერ ჩვენება 15 წუთს გრძელდებოდა, რა დროსაც ფრედი თავის ფავორიტ მომენტებს გვაყურებინებდა, ზოგჯერ კი ეს პროცესი ექვსი საათის განმავლობაში იწელებოდა - მაშინ ის განუწყვეტლივ ერთსა და იმავე მონაკვეთებს უბრუნდებოდა.

როგორც წესი, ეს ვიდეოსესიები ღამის 2-3 საათიდან, მას შემდეგ იწყებოდა, რაც ფრედი თანმხლებ პირებთან ერთად შინ ბრუნდებოდა. სახლში მისი შემოსვლა და პრინსის ვიდეოს ჩართვა ერთი იყო. მის სტუმრებს კი ამ არტისტთან მიმართებით ფრედის ენთუზიაზმის გაზიარება დაუსრულებლად უწევდათ. მე გამიმართლა, რომ ხშირად გავდიოდი სასმლის მოსატანად სხვა ოთახში, მაგრამ ხმა მაინც მესმოდა ხოლმე.

ჩემი აზრით, ფრედი პრინსით იმიტომ იყო ასეთი მოხიბლული, რომ ახალგაზრდობაში ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს - სცენაზე ორივე ექსტროვერტი, გახსნილი და უკიდურესად ენერგიული იყო. მათ ჰქონდათ ქარიზმა, რასაც შეუძლია, პატარა რამ გიგანტად აქციოს", - ამბობდა პიტერ ფრისტოუნი.

აღსანიშნავია, რომ Queen-ისა და პრინსის შემოქმედება 2007 წელს მხოლოდ რამდენიმე წამით გადაიკვეთა, როდესაც ამ უკანასკნელის გამოსვლა Super Bowl-ის ტაიმებს შორის შოუზე ბრიტანული კოლექტივის ჰიტის We Will Rock You ჰანგებით დაიწყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული