Thumbnail

სამხრეთაფრიკელი რეპერი Nasty C ახალ კომპოზიციას They Don't ავრცელებს. ჩანაწერში თრეფის ერთ-ერთი პიონერი, სამი გრემის მფლობელი არტისტი T.I. მონაწილეობს. სინგლის გაყიდვებიდან შესული თანხა რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციებს Until Freedom და Solidarity Fund გადაერიცხება.

მოუსმინეთ: T.I. - Sabotage

Nasty C ახალგაზრდა სამხრეთაფრიკელი რეპერია, რომელმაც შემოქმედებითი მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ არტისტმა სადებიუტო ალბომი Bad Hair გაავრცელა. 2018 წელს კი მუსიკოსმა მეორე სტუდიური ჩანაწერი Strings And Bling გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული