Thumbnail

ნახეთ: Mötley Crüe-ის დრამერი, ტომი ლი ორ სოლო კომპოზიციას ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ჰევი მეტალ ჯგუფის Mötley Crüe დრამერი, ტომი ლი ვიდეოკლიპებთან ერთად ორ ახალ სოლო კომპოზიციას Knock Me Down და Tops აქვეყნებს. პირველ სინგლში ნიუ მეტალ რეპერი Kilvein მონაწილეობს, მეორე ტრეკს კი ტომისთან ერთად სამხრეთაფრიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი PUSH PUSH ასრულებს. ჩანაწერები ლის რიგით მესამე სოლო ალბომში Andro შევა, რომელიც, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წელს გამოიცემა.

ტომი ლი ლოს ანჯელესში შექმნილი ჯგუფის Mötley Crüe დამაარსებელი წევრია. 1981 წელს კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Too Fast for Love გაავრცელა. მუსიკოსებმა მოღვაწეობის განმავლობაში 9 სტუდიური ნამუშევარი ჩაწერეს. 1999 წელს ტომიმ რეპ მეტალ პროექტი Methods of Mayhem ჩამოაყალიბა, რომლის ფარგლებშიც ორი ალბომი გამოსცა. 2002 წელს არტისტმა პირველი სოლო ჩანაწერი Never a Dull Moment გაავრცელა, რასაც 2005 წელს გამოშვებული ნამუშევარი Tommyland: The Ride მოჰყვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული