Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიში ბრიტანული GQ-ს ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში ბრიტანული GQ-ს ივლისი/აგვისტოს ნომრის სტუმარია. ინტერვიუსთან ერთად ჟურნალის გარეკანსა და ფურცლებზე 18 წლის გოგონას სურათები დაიბეჭდა.

ბილი აილიში: ხანდახან მგონია, იმ პერსონაში ვარ გამომწყვდეული, რომელიც შევქმენი

ბილი აილიში: რატომ მიაკუთვნებენ ჩემს მუსიკას პოპს?

ფოტოგრაფ დანიელ ლივიტის ობიექტივში მომღერალი სხვადასხვა ბრენდის, მათ შორის Tripp NYC-ის სამოსით პოზირებს. არტისტის გარეგნობაზე სტილისტმა, სამანტა ბერკჰართმა იზრუნა.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული