Thumbnail

ბილი აილიში: ხანდახან მგონია, იმ პერსონაში ვარ გამომწყვდეული, რომელიც შევქმენი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ბრიტანულ GQ-სთან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის საკუთარ იმიჯზე ისაუბრა. 18 წლის არტისტის თქმით, მას ზოგჯერ ჰგონია, რომ იმ პერსონაშია გამომწყვდეული, რომელიც თავადვე შექმნა.

ნახეთ: ბილი აილიში მოკლემეტრაჟიან ფილმს Not My Responsibility ავრცელებს

ბილი აილიში: რატომ მიაკუთვნებენ ჩემს მუსიკას პოპს?

"ხანდახან ბიჭურად ვიცვამ, ხანდახან კი მოდურად. ზოგჯერ მგონია, იმ პერსონაში ვარ გამომწყვდეული, რომელიც თავად შევქმენი, რადგანაც ხშირად ქალად არ აღმიქვამენ. ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებული მოკლემეტრეჟიანი ფილმიც სწორედ ამიტომ გავავრცელე. ეს სწორედ ის სხეულია, რომელსაც ტანსაცმლის ქვეშ ვმალავ და თქვენ ვერ ხედავთ. რა არის ამაში სასირცხვილო? ჩემი ტანი მე მეკუთვნის, თქვენი კი თქვენ. როცა მომინდება, მაშინ გაჩვენებთ მას", - ამბობს ბილი.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული