Thumbnail

სელენა გომესს მართვის მოწმობის ასაღებად 19 ცდა დასჭირდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, სელენა გომესი თინეიჯერობის ასაკში უკვე აქტიურად იყო დაკავებული მსახიობისა და მომღერლის კარიერით. როგორც ჩანს, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, გოგონას მართვის მოწმობის ასაღები გამოცდისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ რჩებოდა. ონლაინ გამოცემა Cheatsheet სელენას მიერ 16 წლის ასაკში ჟურნალ J-14-ისთვის მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით წერს, რომ ის გამოცდაზე 18-ჯერ ჩაიჭრა, მანამ კალიფორნიის სატრანსპორტო საშუალებების დეპარტამენტიდან მძღოლის ლიცენზიას მიიღებდა.

ბილი აილიშის სიმღერა, რომელმაც სელენა გომესი აატირა

სელენა გომესი: ჩემზე იმდენ ტყუილს წერდნენ, გადავწყვიტე, თავად მესაუბრა სიმართლე

მოწმობის მიღების შემდეგ სელენა ახალი გამოწვევის წინაშე დადგა - მას საკუთარი ძალებით უნდა დაეღწია პაპარაცებისგან თავი, რაც ყოველთვის არ გამოსდიოდა. 2014 წელს გოგონა მსუბუქ ავტოსაგზაო შემთხვევაშიც მოჰყვა, რაც სწორედ აბეზარ ფოტოგრაფებს დაუკავშირა.

"მხოლოდ მე თუ მოვყვები ავარიაში კამერიანი კაცების გამო, რომლებიც კარიერას იწყობენ", - წერდა მაშინ მუსიკოსი ტვიტერზე.

2016 წელს კი სილამაზის სალონიდან გამოსულმა მუსიკოსმა, რომელსაც, პაპარაცების გამო, ტერიტორის სწრაფად დატოვება სურდა, საკუთარი ავტომობილით შენობის ღობე გაიტანა. შემთხვევის ადგილიდან ფოტომასალა გამოცემა TMZ-მ გაავრცელა.

დროთა განმავლობაში არტისტი უფრო თავდაჯერებული მძღოლი გახდა. მას დღეისთვის ძვირადღირებული ავტომობილების კოლექცია აქვს და პაპარაცები საჭესთანაც ხშირად იღებენ. მომღერალი უპრობლემოდ მართავს მოპედსაც.

სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული