Thumbnail

რიანამ შემოსავლებით მადონასა და ბიონსეს გადაასწრო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბარბადოსელი მომღერალი, რიანა, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესჟურნალი Forbes ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რირის ქონება უკვე 600 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით მან ისეთ ცნობილ არტისტებს გადაასწრო, როგორებიც არიან: მადონა (570 მილიონი), სელინ დიონი (450 მილიონი), ბიონსე (400 მილიონი) და სხვები.

ფოტოგალერეა: რიანას ოკეანის სანაპიროზე $18,5-მილიონიანი სახლის შეძენა სურს

რიანა: ახალი ალბომი დავკარგე

რიანა ფენტი დღესდღეობით სამ ბრენდს Fenty Beauty (კოსმეტიკური ნაწარმი), Savage X Fenty (ქალის თეთრეული) და Fenty (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები) ფლობს. ის მცირე თანხას მუსიკალური საქმიანობიდანაც გამოიმუშავებს. შეგახსენებთ, რომ უკვე ოთხი წელია, არტისტს ახალი ალბომი არ გაუვრცელებია.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული