Thumbnail

ბილი აილიში: რატომ მიაკუთვნებენ ჩემს მუსიკას პოპს?

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ბრიტანულ GQ-სთან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებულ უსამართლო მიდგომებზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა, როცა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Tyler, The Creator-მა სტუდიური ნამუშევრით Igor საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში გრემის მიღების შემდეგ, მისი მუსიკის კონკრეტულ კატეგორიაში მოქცევა გააპროტესტა, 18 წლის გოგონამ უპასუხა:

ბილი აილიშის განცხადებას რეპერებთან დაკავშირებით ინტერნეტში კრიტიკა მოჰყვა

ბილი აილიში: ინტერნეტში წერენ, რომ სიმღერა არ შემიძლია და, უბრალოდ, ვჩურჩულებ

"ყოველთვის მძულდა კატეგორიები. ტაილერმა მაშინ ძალიან მაგარი განცხადება გააკეთა. სრულიად ვეთანხმები. არტისტი იმის მიხედვით არ უნდა შეაფასო, თუ როგორ გამოიყურება და რა აცვია. იყო თუ არა დასახელებული Lizzo არენბი ნომინაციაში იმ საღამოს? არადა, ის უფროა პოპი, ვიდრე მე. თეთრკანიანი რომ არ ვყოფილიყავი, შესაძლოა, ჩემი მუსიკა რეპადაც აღექვათ, რატომ? ისინი იმის მიხედვით გაფასებენ, თუ როგორ გამოიყურები, რაც ძალიან უცნაურია. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში სამყარო ცდილობს, რაღაც ჩარჩოებში მომაქციოს. რადგანაც თეთრი თინეიჯერი გოგო ვარ, ესე იგი პოპს ვასრულებ. რატომ ვმღერი პოპს? ჩემი მუსიკის რა ნაწილი ჟღერს, როგორც პოპი?

ამის გარდა, ხალხი ცდილობს, დამაკნინოს, რადგან თეთრკანიანი ვარ. ამბობენ, კანის ფერის გამო მიიღო გრემის ჯილდოებიო. მესმის, ამას რატომაც ამბობენ. მათ შეუძლიათ, ის თქვან, რაც ენდომებათ, მაგრამ ნუ გამოუთხრიან ძირს იმ მძიმე შრომას, რამაც აქამდე მომიყვანა", - ამბობს მუსიკოსი.

ცნობისთვის, ტაილერმა გრემის 62-ე ცერემონიის კულისებში რეპორტიორებს განუცხადა:

"მადლობელი ვარ, ჩემს ნამუშევარს მსოფლიოში ასეთი აღიარება რომ მოჰყვა, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემნაირ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კონკრეტულ ჟანრს დავაღწიოთ თავი, მაინც რეპში ან ურბანულ კატეგორიებში ასახელებენ. არ მომწონს სიტყვა "ურბანული", ეს ჩემთვის "ნ*გერის" პოლიტკორექტული ვარიანტია. რატომ არ შეიძლება, უბრალოდ, პოპში ვიყოთ?".

კომენტარები

ბოლოს დამატებული