Thumbnail

ნახეთ: ჯო ჰისაიში ანიმეს My Neighbor Totoro საუნდტრეკზე შექმნილ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი, ჯო ჰისაიში პოპულარული ანიმეს My Neighbor Totoro საუნდტრეკის განახლებულ ვერსიაზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის კომპილაციურ ალბომში Dream Songs: The Essential Joe Hisaishi შედის, რომელიც 21 თებერვალს გამოიცა.

ჯო ჰისაიშიმ ლეგენდარული ანიმატორის, ჰაიო მიაძაკის ანიმესთვის My Neighbor Totoro საუნდტრეკები 1988 წელს დაწერა.

ჰისაიშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1974 წელს დაიწყო. კომპოზიტორს კარიერის განმავლობაში 25 სტუდიური, 13 კომპილაციური და 83 საუნდტრეკების ალბომი აქვს გამოცემული. 1984 წლიდან არტისტი ლეგენდარულ სტუდია "გიბლისთან" და ანიმატორ ჰაიო მიაძაკისთან თანამშრომლობს. ჰისაიში მიაძაკის თითქმის ყველა ანიმეს საუნდტრეკების ავტორი გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული