Thumbnail

ბერლინში მცხოვრები ქართველი მულტიმედია არტისტი, ანა გზირიშვილი ახალ ნაწარმოებს All healers are dead ავრცელებს. ექსპერიმენტული ნამუშევარი ბერლინში გამართულ ერთ-ერთ გამოფენაზე წარმოდგენილი პერფორმანსისთვის შეიქმნა. ჩანაწერის პროდიუსერი პლატფორმა WET-ის დამფუძნებელი, მუსიკოსი ალექსანდრა ზახარენკო, ფსევდონიმით PERILA გახლავთ.

ანა გზირიშვილი ბერლინში მცხოვრები მულტიმედია არტისტია, რომელმაც ციფრული ბრენდი Immaterials ჩამოაყალიბა. პროექტის ფარგლებში ანა ადამიანებსა და ფიგურებს ვირტუალური ბრენდის ტანსაცმელს "აცმევს".

გასულ წელს ქართველმა ხელოვანმა ამერიკელ კომპოზიტორთან, ქამაქ ლინდსისთან ერთად მოკლემეტრაჟიანი მუსიკალური ფილმი Where is Rosa შექმნა. ნამუშევრის პროდიუსერი თემურ ეზუგბაია, იგივე Vinda Folio გახლავთ. ნაწარმოებში ანას დაწერილ ტექსტს ბერლინში მცხოვრები ამერიკელი არტისტი, ნეთ მარკუსი და იტალიელი მაგდალინა მითერჰოფერი კითხულობენ. საქართველოში გადაღებული ფილმი ევროპის რამდენიმე ქალაქში აჩვენეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული