Thumbnail

როგორ უნდა დაესწროთ Tomorrowland-ის ონლაინ ფესტივალს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ბელგიური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Tomorrowland ონლაინ ღონისძიებას სახელწოდებით Tomorrowland Around the World აანონსებს. ვირტუალური ივენთი 25-26 ივლისს "თუმოროულენდის" ვებგვერდზე გადაიცემა. ლაივსტრიმი ფასიანი იქნება. ერთდღიანი წვდომა 13, ხოლო ორდღიანი 22 დოლარი ეღირება.

კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი Tomorrowland 2020 აღარ ჩატარდება

ონლაინ ფესტივალის ლაინაფი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ორგანიზატორების განცხადებით, მასში მონაწილეობას ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები მიიღებენ. ღონისძიების ფარგლებში 8 სცენა იქნება წარმოდგენილი. აგრეთვე, ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა აქტივობა, მაგალითად, თამაშები, ინტელექტუალური საუბრები და ა.შ. ბილეთების გაყიდვა 18 ივნისს დაიწყება.

კორონავირუსის პანდემიის გამო წლევანდელი ფესტივალი აღარ იმართება. ბელგიის ხელისუფლებამ ქვეყანაში 31 აგვისტომდე დაგეგმილი ყველა ფართომასშტაბიანი ღონისძიება გააუქმა. ივენთი კი ქალაქ ბომში ორ უიქენდზე, 17-19 და 24-26 ივლისს უნდა ჩატარებულიყო. მსმენელების წინაშე ისეთი ცნობილი არტისტები უნდა წარმდგარიყვნენ, როგორებიც არიან: Armin van Buuren, Ben Klock, Helena Hauff და სხვები. ამავე ლაინაფით "თუმოროულენდი" 2021 წლის 16-18 და 23-25 ივლისს გაიმართება.

"თუმოროულენდი" 2005 წელს დაარსდა. ღონისძიებაზე მსმენელების წინაშე ელექტრონული მუსიკის გამორჩეული არტისტები გამოდიან. 2017-2019 წლებში ფესტივალს 400,000 ადამიანი დაესწრო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული