Thumbnail

მოუსმინეთ: BTS-ის ჯონგუქი კომპოზიციას Still With You ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრმა, ჯონგუქმა სოლო სინგლი Still With You გამოუშვა. ჩანაწერის ერთ-ერთი პროდიუსერი თავად არტისტია. კომპოზიცია კოლექტივის 7 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიმდინარე ონლაინ ღინისძიებების სერიის, Festa 2020-ის ფარგლებში გავრცელდა.

BTS-ის ჯონგუქის ნამუშევარმა Never Not ტვიტერზე რამდენიმე რეკორდი დაამყარა

მუსიკოსმა ტრეკი პლატფორმა Soundcloud-ზე განათავსა, URL მისამართში კი სიტყვები - Thankyouarmy მიუთითა, რამაც "ბითიესის" თაყვანისმცემლებს აფიქრებინა, რომ ნამუშევარი სწორედ მათ ეძღვნებათ.

ჯონგუქმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს, BTS-ში მოღვაწეობით დაიწყო. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული