Thumbnail

ნახეთ: ბრაიან უილსონმა God Only Knows და Love and Mercy შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, ბრაიან უილსონი სტივენ კოლბერის ღამის შოუს სტუმარი გახლდათ. არტისტმა გადაცემაში ჩართვისას ორი კომპოზიცია God Only Knows და Love and Mercy შეასრულა.

God Only Knows ბრაიან უილსონის როკ ჯგუფის The Beach Boys რიგით მეთერთმეტე ალბომში Pet Sounds შედის, რომელიც 1966 წელს გავრცელდა. Love and Mercy კი მუსიკოსმა 1988 წელს ჩაწერა.

ბრაიან უილსონმა საკულტო როკ ჯგუფი The Beach Boys ძმებთან, დენისთან და კარლთან ერთად 1961 წელს შექმნა. მომდევნო წელს კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Surfin' Safari გაავრცელა. ბენდს ამ დრომდე 29 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. კარიერის განმავლობაში მუსიკოსებმა 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხეს. 1988 წელს ბრაიანმა პირველი სოლო ალბომი Brian Wilson გაავრცელა. მუსიკოსს დღემდე 10 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული