Thumbnail

Snoop Dogg: მეგონა, ნასამართლეობის გამო არჩევნებში ხმის მიცემა არ შემეძლო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი, კელვინ ბროდუსი, ფსევდონიმით Snoop Dogg, ცნობილი რადიოწამყვანის, ბიგ ბოის საავტორო გადაცემის Big Boy's Neighborhood სტუმარი გახლდათ. რეპერმა შოუში არაერთ საინტერესო საკითხზე, მათ შორის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. კალიფორნიელმა განაცხადა, რომ ეს პირველი არჩევნები იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს.

Snoop Dogg: შე**ცი დონალდ ტრამპს და ქანიე ვესთს

ნახეთ: Snoop Dogg-მა თეთრ სახლთან კანაფი მოწია და ტრამპს აგინა

"არჩევნებში მონაწილეობა ცხოვრებაში არ მიმიღია, თუმცა, წელს წავალ. რადგან ამ პანკს [დონალდ ტრამპს] ერთი წელიც კი ვეღარ ავიტან. დიდი ხნის განმავლობაში ტვინი გამომირიცხეს. დამაჯერეს, რომ კრიმინალური ისტორიის მქონე ადამიანს ხმის მიცემის უფლება არ მქონდა. ეს აქამდე არ ვიცოდი. ახლა კი ჩემს ნასამართლეობას ყველანაირი ვადა გაუვიდა. არჩევნებზე აუცილებლად წავალ. მთავრობა უნდა შევცვალოთ", - განაცხადა სნუპმა.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი წლების განმავლობაში გისოსებს მიღმა არაერთხელ აღმოჩენილა, ძირითადად ნარკოდანაშაულისა და უკანონო იარაღის ფლობის გამო.

აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე სწორედ სნუპ დოგი გახლავთ. რეპერი საკუთარ კომპოზიციებში ტრამპს ხშირად აკრიტიკებს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს სნუპ დოგმა ჩანაწერი Make America Crip Again გაავრცელა. მან დონალდის ცნობილი სლოგანი Make America Great Again შეცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული