Thumbnail

BTS: რასიზმი დასაგმობია, ყველა ვიმსახურებთ პატივისცემას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც კოლექტივმა აშშ-ში თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ გააქტიურებულ ანტირასისტულ მოძრაობას Black Lives Matter გამოუცხადა მხარდაჭერა.

აშშ-ში სკოლის დამთავრების ონლაინ ცერემონიაზე სიტყვით ბარაკ ობამა და BTS გამოვლენ

"ვეწინააღმდეგებით რასობრივ დისკრიმინაციას. ვგმობთ ძალადობას. მე, შენ და ყველა ჩვენგანს, გვაქვს უფლება, რომ პატივისცემით მოგვექცნენ. ჩვენ ერთად ვიდგებით", - ნათქვამია პოსტში.

აღსანიშნავია, რომ "ბითიესის" ლეიბლმა Big Hit Entertainment ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კოლექტივი ანტირასისტულ მოძრაობას ფინანსურადაც დაეხმარება. ამ ეტაპზე თანხის ოდენობა უცნობია.

აშშ-ში მიმდინარე დემონსტრაციებს სხვა არაერთმა სამხრეთკორეელმა არტისტმა გამოუცხადა მხარდაჭერა. მათ შორის არიან: MONSTA X, ATEEZ, ბოიბენდ Got7-ის წევრი, მარკ ტუანი, იელი Red Velvet-დან, VIXX-ის რავი, სოლო შემრულებლები ერიკ ნამი და ლი ჰაი, რეპერები Tiger JK და Jay Park.

შავკანიანთა მიმართ პოლიციური ძალადობისა და მართლმსაჯულების სისტემაში რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა Black Lives Matter 2013 წელს, მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც სასიკვდილოდ დაჭრილი აფროამერიკელი არასრულწლოვნის, ტრეივონ მარტინის საქმეზე სასამათლომ პოლიციელი, ჯორჯ ციმერმანი გაამართლა. ამჟამად კი აშშ-ში შავკანიანი მოქალაქის, 46 წლის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელს ასფალტზე დაწვენილი მამაკაცის კისერზე 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა მუხლი მიბჯენილი არაერთი თხოვნის მიუხედავად, რომ მისთვის სუნთქვის შესაძლებლობა მიეცა. გონების დაკარგვის შემდეგ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული