Thumbnail

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელვის კოსტელომ ახალი სიმღერა No Flag და მასზე გადაღებული ტექსტური ვიდეორგოლი გაავრცელა. ეს პირველი სინგლია, რომელიც არტისტმა 2020 წელს გამოსცა.

ელვის კოსტელომ მუსიკალური კარიერა 1970 წელს დაიწყო. პოპის, როკისა და ნიუ ვეივის შემსრულებელმა ჰიტებით I Want You, She და Pump It Up გაითქვა სახელი. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: პოლ მაკკარტნი, The Roots, The Strokes და ა.შ. 2003 წლიდან კოსტელო როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული