Thumbnail

ქანიე ვესთი ჯორჯ ფლოიდის 6 წლის შვილს სწავლის საფასურს სრულად გადაუხდის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი, თეთრკანიანი პოლიციელის მიერ მოკლული შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის 6 წლის შვილს, ჯიანას სკოლაში სწავლას სრულად დაუფინანსებს. ამასთან, რეპერი ორ მილიონს გამოყოფს როგორც ფლოიდის, აგრეთვე, სამართალდამცველების მიერ მოკლული აფროამერიკელების, აჰმად არბერისა და ბრეონა ტეილორის ოჯახების დასახმარებლად.

ჯიანა ფლოიდი ბიძასთან ერთად აქციაზე

ჯონ ლეჯენდი: ქანიე ვესთთან ჩემი მეგობრობა დასრულდა

კიმ კარდაშიანი: მე და ქანიე სამუდამოდ ერთად ვიქნებით

აღსანიშნავია, რომ ქანიე ჩიკაგოში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებულ ფართომასშტაბიან აქციებსაც შეუერთდა. მან პროტესტი ჩიკაგოს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად გამოხატა.

46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელს მის კისერზე 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა მუხლი მიბჯენილი იმის მიუხედავად, რომ დაკავებული სთხოვდა, მისთვის სუნთქვის შესაძლებლობა მიეცა. გონების დაკარგვის შემდეგ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უკვე კვირაზე მეტია, აშშ-ში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელთა მონაწილეებიც მომხდარს რასიზმს უკავშირებენ და პოლიციელის მკაცრად გასამართლებას მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული