Thumbnail

მოუსმინეთ: Flatbush ZOMBiES 6-ტრეკიან ჩანაწერს now, more than ever ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანება Flatbush ZOMBiES მსმენელს ერთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ანდერგრაუნდ მუსიკოსებმა EP სახელწოდებით now, more than ever გამოაქვეყნეს. ფლეთბუშელების სტუდიური ნამუშევარი 6 ტრეკს, მათ შორის სინგლს iamlegend აერთიანებს.

ნახეთ: Flatbush ZOMBiES - iamlegend

ნახეთ: Flatbush ZOMBiES - Monica Ft. Tech N9ne

ნახეთ: Flatbush ZOMBiES კომპოზიციის New World Order ვიდეორგოლს ავრცელებს

Flatbush ZOMBiES 2010 წელს ბრუკლინში ჩამოყალიბდა. ფართო საზოგადოებამ კოლექტივი 2013 წლის მიქსტეიპით Betteroffdead გაიცნო. 2014 წელს ჯგუფმა კიდევ ერთ ნიუ იორკულ გაერთიანებასთან, The Underachievers-თან ერთად EP სახელწოდებით Clockwork Indigo გამოუშვა. დღემდე "ზომბებმა" გაყიდვაში ორი სტუდიური ალბომი ჩაუშვეს. 2019 წლის დასაწყისში ახალგაზრდა რეპერებმა, სუპერჯგუფის Beast Coast შემადგენლობაში, წლის ერთ-ერთი გამორჩეული ალბომის Escape From New York შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული