Thumbnail

ნახეთ: MGK-მ და ტრევის ბარკერმა Rage Against The Machine-ის ტრეკი დააქავერეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

აშშ-ში თეთრკანიანი სამართალდამცველის, დერეკ შოვინის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას კლივლენდელი მუსიკოსი კოლსონ ბეიკერი, ფსევდონიმით Machine Gun Kelly და ჯგუფ Blink-182-ის დრამერი, ტრევის ბარკერი კომპოზიციით გამოეხმაურნენ. მათ სახელოვანი მეტალ ჯგუფის Rage Against The Machine 1992 წლის ცნობილი საპროტესტო ჩანაწერი Killing In The Name დააქავერეს. არტისტებმა ნამუშევარი შავ-თეთრ ვიდეორგოლთან ერთად გამოაქვეყნეს.

ფოტოგალერეა: მუსიკოსები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საპროტესტო აქციებზე

ნახეთ: MGK-ის ახალ კლიპში მსახიობი, მეგან ფოქსი მონაწილეობს

ნახეთ: Machine Gun Kelly-მ რიანას ჰიტი Love On The Brain იმღერა

46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელს მის კისერზე 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა მუხლი მიბჯენილი იმის მიუხედავად, რომ დაკავებული სთხოვდა, მისთვის სუნთქვის შესაძლებლობა მიეცა. გონების დაკარგვის შემდეგ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უკვე კვირაზე მეტია, აშშ-ში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელთა მონაწილეებიც მომხდარს რასიზმს უკავშირებენ და პოლიციელის მკაცრად გასამართლებას მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული