Thumbnail

ჰარლემელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დევიდ ბრიუსტერ უმცროსი, სასცენო სახელით Dave East, მსმენელს ახალი კომპოზიციით Menace და მასზე გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ჩანაწერი ახალგაზრდა რეპერის მომავალ მიქსტეიპში Karma 3: Thoughts Of A Menace იქნება წარმოდგენილი.

ნახეთ: Dave East - Handsome

მოუსმინეთ: Dave East - Dirty Lil Nigga

ნახეთ: Dave East - Really Wit Me

დეივ ისთმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. 2014 წელს რეპერი ნასის მიერ დაფუძნებულ ლეიბლში Mass Appeal Records გაწევრიანდა. 2017 წლის დასაწყისში მან EP სახელწოდებით Paranoia: A True Story გამოუშვა. თუმცა, ჯერჯერობით მუსიკოსის საუკეთესო ჩანაწერად 2016 წელს გავრცელებული ოფიციალური მიქსტეიპი Kairi Chanel ითვლება. 2019 წლის ნოემბერში დეივმა სადებიუტო ალბომი Survival გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული