Thumbnail

ნახეთ: ჯეი ზიმ საპროტესტო კომპოზიციების ფლეილისტი გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

აშშ-ში თეთრკანიანი პოლიციელის, დერეკ შოვინის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შედეგად ანტირასისტული საპროტესტო აქციები იმართება. ამასთან დაკავშირებით ლეგენდარულმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, შონ კარტერმა, ფსევდონიმით Jay-Z, რომელიც მიმდინარე მოვლენებში აქტიურადაა ჩართული და შტატ მინესოტის გუბერნატორისგან სამართლიანი გამოძიების დაპირებაც პირადად მიიღო, მუსიკალური ფლეილისტი Songs For Survival 2 გამოაქვეყნა.

მუსიკოსები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე სამართლიან განაჩენს მოითხოვენ

ფოტოგალერეა: მუსიკოსები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საპროტესტო აქციებზე

ნახეთ: ჯეი ზიმ 2020 წლის ფავორიტი ტრეკები დაასახელა

სია 17 კომპოზიციისგან შედგება, რომელთა ტექსტებიც სწორედ რასიზმის თემატიკას ეხება. ფლეილისტი ჟანრობრივად საკმაოდ მრავალფეროვანია. მასში შეხვდებით როგორც ჰიპ ჰოპ ტრეკებს, ასევე, სოულ, ფანქ, ჯაზ და სხვა მუსიკალური მიმართულების ჩანაწერებს.

01. Jay Electronica - Ghost Of Soulja Slim
02. Nina Simone - Mississippi Goddam
03. Nina Simone - Strange Fruit
04. Syl Johnson - Is It Because I'm Black
05. Eddie Kendricks - My People Hold On
06. Tupac - Keep Ya Head Up
07. Marvin Gaye - What's Going On
08. Curtis Mayfield - Right On For The Darkness
09. Jay-Z - Young, Black And Gifted
10. The Impressions - Keep On Pushing
11. Tracy Chapman - Talkin' About A Revolution
12. Roberta Flack & Donny Hathaway - Be Real Black For Me
13. James Brown - Say It Loud - I'm Black & I'm Proud
14. Public Enemy - Fight The Power
15. Donny Hathaway - Little Ghetto Boy
16. Gil Scott-Heron - Save The Children
17. Marvin Gaye - God Is Love

46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელს მის კისერზე 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა მუხლი მიბჯენილი იმის მიუხედავად, რომ დაკავებული სთხოვდა, მისთვის სუნთქვის შესაძლებლობა მიეცა. გონების დაკარგვის შემდეგ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უკვე კვირაზე მეტია, აშშ-ში საპტოტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც მომხდარს რასიზმს უკავშირებენ და პოლიციელის მკაცრად გასამართლებას მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული