Thumbnail

ნახეთ: ნიკ ქეივმა თაყვანისმცემლის ბიზნესის გადასარჩენად Gucci-ის წინდები გაიღო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანეთში მცხოვრები კრის პერდიუ ლეგენდარული ავსტრალიელი მუსიკოსის, ნიკ ქეივის ჯგუფის Nick Cave and the Bad Seeds დიდი თაყვანისმცემელია. კოლექტივის კონცერტებზე დასასწრებად მას მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უმოგზაურია. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე ლონდონში პერდიუს ბარის Trinity დახურვის საკითხი დადგა, ქეივის სხვა თაყვანისმცემლებმა მის დასახმარებლად ონლაინ აუქციონის მოწყობა გადაწყვიტეს, რომლისთვისაც არტისტთან დაკავშირებული ნივთების შეგროვება დაიწყეს. საქველმოქმედო ინიციატივას თავად მუსიკოსიც შეუერთდა, რომელმაც აუქციონს საკუთარი, Gucci-ის წინდები შესწირა.

ნიკ ქეივმა მისწერა თაყვანისმცემლებს, რომლებმაც, მის მსგავსად, შვილები დაკარგეს

ნახეთ: ნიკ ქეივმა ჯგუფ T. Rex-ის კომპოზიციის Cosmic Dancer ქავერი გაავრცელა

"ეს მბრწყინავი წინდები ოფიციალურად ნიკ ქეივს ეკუთვნის და ერთი ქონების ფასი აქვს", - მოაყოლა ქეივმა ნივთს ხელნაწერი ფურცელი.

აუქციონი დღეიდან, 4 ივნისიდან იწყება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მასზე წარმოდგენილი ნივთების შეძენა eBay-სა და Trinity Auction House-ის ფეისბუქის გვერდებზე იქნება შესაძლებელი.

ჩრდილოეთ ლონდონში, ჰაროუს რაიონში მდებარე Trinity ერთ-ერთი პოპულარული თავშეყრის ადგილია. სწორედ მის სცენაზე გამოდიოდნენ კარიერის დასაწყისში ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან: ქეით ნეში, Chase & Status, Example, Bombay Bicycle Club და Scouting For Girls.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული