Thumbnail

ნიუ იორკში აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონთან Ludacris-ის ტრეკი შეასრულეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

თეთრკანიანი პოლიციელის, დერეკ შოვინის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გასაპროტესტებლად შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ქალაქ ნიუ იორკში, პოლიციის კორდონის წინ ცნობილი სამხრეთელი რეპერის, Ludacris-ის კომპოზიციიდან Move Bitch ერთ-ერთი მონაკვეთი შეასრულეს. Move bitch, get out the way (გაინძერი ბო*ო, გამეცალე) სკანდირებდნენ ფრაზას მოქალაქეები.

მოუსმინეთ: Ludacris x Lil Wayne x Timbaland - S.O.T.L.

ნახეთ: ლუდაქრისმა უცნობი ტრეკების ნაწყვეტები გააჟღერა

აქციის მონაწილეების მიერ საკუთარი ნამუშევრის სკანდირებას ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა თავად რეპერი.

"მისასალმებელია თქვენგან ამ ფრაზის გამოყენება. ახლა ეს ყველაფერი ისეა საჭირო, როგორც არასდროს", - წერს მუსიკოსი ტვიტერის გვერდზე.

კომპოზიცია Move Bitch ლუდაქრისის რიგით მესამე ალბომში Word of Mouf არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2001 წელს ჩაეშვა. ტრეკში ამერიკელი რეპერები Mystikal და I-20 მონაწილეობენ. ნამუშევრის კლიპში ყოფილი კალათბურთელი ჯეილენ როუზია გადაღებული.

46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელს მის კისერზე 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა მუხლი მიბჯენილი იმის მიუხედავად, რომ დაკავებული სთხოვდა, მისთვის სუნთქვის შესაძლებლობა მიეცა. გონების დაკარგვის შემდეგ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უკვე კვირაზე მეტია, აშშ-ში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელთა მონაწილეებიც მომხდარს რასიზმს უკავშირებენ და პოლიციელის მკაცრად გასამართლებას მოითხოვენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული