Thumbnail

ნახეთ: Pet Shop Boys-მა კომპოზიციის West End Girls ახალი ვერსია ჩაწერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა სინთპოპ დუეტმა Pet Shop Boys კომპოზიციის West End Girls ალტერნატიული ვერსია და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. მუსიკოსებმა განახლებული ტრეკი თვითიზოლაციის პირობებში ჩაწერეს.

მოუსმინეთ: Pet Shop Boys - Monkey Business

ნახეთ: Pet Shop Boys ახალ კომპოზიციას Burning the Heather ავრცელებს

West End Girls ბრიტანულმა დუეტმა 1984 წელს გაავრცელა. კომპოზიცია სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში, მალევე ჰიტად იქცა. ბრიტანეთის მასშტაბით კი სინგლის 500 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

ნილ ტენანტმა და კრის ლოუმ Pet Shop Boys ლონდონში 1981 წელს ჩამოაყალიბეს. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული და ბრიტანეთში ყველაზე წარმატებულ დუეტად ითვლებიან. 2016 წელს ჯგუფმა რიგით მეცამეტე ალბომი Super გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული