Thumbnail

ამერიკული ინდი როკ ჯგუფი Archers of Loaf ახალ კომპოზიციას Talking Over Talk ავრცელებს. ეს კოლექტივის მიერ ბოლო 22 წელიწადში გამოცემული რიგით მეორე სინგლია. მომავალ კვირაში ბენდი კიდევ ერთ სიმღერას Cruel Reminder ჩაუშვებს გაყიდვაში.

Archers of Loaf ჩრდილოეთ კაროლინაში 1991 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Icky Mettle გაავრცელა. კარიერის განმავლობაში ბენდმა სულ 4 ჩანაწერი გამოსცა. 1998 წელს კი ჯგუფი დაიშალა. 2011-ში მუსიკოსები ხელახლა შეიკრიბნენ და რამდენიმე ტურნე გამართეს. 2020 წლის 20 თებერვალს კი არტისტებმა, 22-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი სინგლი Raleigh Days გამოუშვეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული