Thumbnail

ნახეთ: კირკ ფრანკლინმა კომპოზიციაზე Strong God კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, კირკ ფრანკლინმა კომპოზიციაზე Strong God გადაღებული ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა. სინგლი არტისტის ბოლო ალბომში Long Live Love შედის. ნამუშევარი რასიზმს, სოციალურ პრობლემებს, ოჯახურ ძალადობასა და კორონავირუსის პანდემიას ეხმაურება.

კირკ ფრანკლინმა შემოქმედებითი კარიერა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსმა სხვადასხვა დროს რამდენიმე გოსპელ გუნდი: The Family, God's Property და One Nation Crew ჩამოაყალიბა. 2001 წელს კი მან სოლო მოღვაწეობას მიჰყო ხელი. 15 გრემის მფლობელ ფრანკლინს სულ 12 ალბომი აქვს გამოცემული. მისი შემოქმედება ქრისტიანულ ჰიპ ჰოპსა და თანამედროვე გოსპელს აერთიანებს. ფრანკლინს ხშირად ურბანული გოსპელის მეფესაც უწოდებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული